ალდაგი ბიზნესი საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) მიერ ინიცირებული B4B სტრატეგიის ფარგლებში ორგანიზებული საჯარო ლექციების გენერალური პარტნიორია. B4B სტრატეგიით გამართული საჯარო ლექციები წლის განმავლობაში რამდენჯერმე ტარდება და მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებას, მომხმარებლის მომსახურებასა და პროდუქტის შექმნას.
“მოხარულები ვართ, რომ სადაზღვევო კომპანია ალდაგი, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან ერთად, მონაწილეობდა სემინარში, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გაიმართა. აღნიშნული სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ზოგადად, დარგის განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, სემინარზე, მსმენელებს გავუზიარეთ ინფორმაცია დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის სწორად გამოყენებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის სწრაფ და სწორ განვითარებას,” – ეთერ მოდებაძე, ალდაგის კორპორატიული გაყიდვების დირექტორის მოადგილე;
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია 2010 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მისი ძირითადი მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება საქართველოში:
“საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის B4B მიმართულების ძირითადი მიზანი ბიზნესისთვის დამხარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფაა. მიმდინარე სესიების ფარგლებში, ჩვენმა პარტნიორებმა, მსმენელებს გაუზიარეს ინფორმაცია იმ საჭიროებებისა და აუცილებლობების შესახებ, რომლის წინაშეც დღეს ბიზნესი დგას. პროექტი განხორციელდა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის მხარდამჭერების, სადაზღვევო კომპანია ალდაგის, პროკრედიტ ბანკის, ბიას, ინვენტერისა და SME Finance-ის, ჩართულობით,” – ნიკოლოზ გურგენიძე, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი;
სადაზღვევო კომპანია ალდაგი, ბიზნესის დაზღვევის მიმართულებით, წლებია ლიდერის პოზიციას იკავებს. ალდაგი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bbb-, იკავებს წამყვან პოზიციებს როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და წარმოდგენილია რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.
