საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია AM Best-მა ალდაგის ფინანსური სიძლიერის რეიტინგი (Financial strength rating) გააუმჯობესა და B დან B+, ხოლო საკრედიტო რეიტინგი bb+დან bbb- მიანიჭა.
ალდაგის საკრედიტო რეიტინგი, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგზე (BB) მაღალია.
„AM Best იმედოვნებს, რომ ალდაგი შეინარჩუნებს რისკზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლეს დონეს, რომელიც განპირობებულია კაპიტალის ადეკვატურობითა და ანდერაიტინგის მენეჯმენტის კარგი პრაქტიკით, რომელიც იზომება Best-ის კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტით (BCAR),“ – წერს სააგენტო.
რეიტინგის გაუმჯობესებით ალდაგი გადავიდა Investment Grade საფეხურზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ალდაგი საერთაშორისო ბაზარზე სანდო პარტნიორია.
“მოხარული ვართ, რომ ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი, ისეთი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიისგან, როგორიცაა AM Best, კიდევ ერთხელ გაუმჯობესდა. სააგენტოს შეფასებით, კომპანიის ფინანსური სიძლიერის რეიტინგი B+_ით განისაზღვრა, ხოლო საკრედიტო რეიტინგი bbb- _ით. ეს არის ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი, დიდი, წარმატება საერთაშორისო ბაზარზე, რაც ადასტურებს ალდაგის ლიდერ პოზიციებს და ხაზს უსავმს, რომ არის სანდო პარტნიორი ადამიანებისა და ბიზნესებისთვის. რეიტინგების გაუმჯობესება ნათლად გამოხატავს ორგანიზაციის სტრატეგიულ ხედვას, ეფექტიან მენეჯმენტს და რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს,” – გიორგი ბარათაშვილი, ალდაგის გენერალური დირექტორი;
ალდაგი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სადაზღვევო კომპანიაა და თანამშრომლობს ისეთ უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანიებთან, როგორებიცაა: Polish Re, Hannover Re, Axis Re SE, Swiss Re, Trans Re.
AM Best-ის შესახებ:
AM best 1899 წელს დაფუძნებული გლობალური საკრედიტო სარეიტინგო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. AM Best სპეციალიზიდება სადაზღვევო საქმიანობაზე და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რეგიონული ოფისებით ლონდონში, ამსტერდამში, დუბაიში, ჰონკონგში, სინგაპურსა და მეხიკოში. AM Best დაახლოებით 16,000 სადაზღვევო კომპანიის კრედიტუნარიანობას აფასებს გლობალურად.
ალდაგის შესახებ:
ალდაგი 1990 წელს დაფუძნდა და ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანია საქართველოში. 2024 წლისთვის ის სადაზღვევო ინდუსტრიის ლიდერად რჩება 100 000- ზე მეტი დაზღვეული მომხმარებლით და 30%-იანი ბაზრის წილით. ალდაგი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში აღიარებულია საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად (Euromoney, World Finance, Global Brand Magazine). 2020 წელს მიღებული აქვს Global Compact Georgia სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის. 2022 წელს ალდაგმა გადაზღვევის მიმართულება დააფუძნა, რითაც საქართველოში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც სადაზღვევო კომპანია ორივე სეგმენტში – დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშია წარმოდგენილი. ალდაგი წარმოდგენილია ქონებისა და პასუხისმგებლობის (Property and Casualty (P&C) დაზღვევის ბიზნესში და მომხმარებელს სთავაზობს 80-ზე მეტ საცალო და კორპორატიულ სადაზღვევო პროდუქტს. ალდაგი სადაზღვევო კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდია. კომპანია 500-მდე თანამშრომელს ასაქმებს და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე თანამშრომლებზე ორიენტირებულ კომპანიად რჩება.
