„ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის „პრიმოს“ მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტი – სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების პრემიუმ დაზღვევა შეიქმნა

„ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის „პრიმოს“ მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტი – სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების პრემიუმ დაზღვევა შეიქმნა. ეს დაზღვევა სპეციალურად პრიმო მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურ დაფარვებსა და განსაკუთრებულ პირობებს გულისხმობს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების პრემიუმ დაზღვევით სარგებლობისას, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ისეთი უპირატესობებით როგორებიცაა, დაფარვის მაქსიმალური ლიმიტი – 300 000 ლარი, არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა საჩუქრად, კომბინირებული სადაზღვევო პაკეტით, რაც გულისხმობს სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პროდუქტების გაერთიანებულ ალტერნატივას და სხვადასხვა ბენეფიტებს.
მათივე ინფორმაციით, სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ფარავს ისეთ გავრცელებულ დაავადებებს, როგორიცაა ონკოლოგიური დაავადებები, ინფარქტი, ინსულტი, მენინგიტი და სხვა. კრიტიკული დაავადების დადგენის შემთხვევაში მომხმარებელს ექნება საშუალება ერთიანად ისარგებლოს 300,000 ლარამდე ანაზღაურებით და ეს თანხა განკარგოს საკუთარი საჭიროებისამებრ.
“პრემიუმ ბრენდის „პრიმოს“ მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა ჩვენი მთავარი მიზანია. „ალდაგში“ მუდმივად ვფიქრობთ სხვადასხვა ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და პირობებზე, რომლებიც „პრიმოს“ სერვისს უნიკალურს გახდის. ამჯერად მომხმარებელს ვთავაზობთ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების ისეთ დაფარვებს, რომლებიც საქართველოს ბაზრისთვის უნიკალურია. 300,000 ლარი ანაზღაურება კრიტიკული დაავადებების დადგენის შემთხვევაში მხოლოდ „ალდაგში“ „პრიმოს“ მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი”,- განაცხადა „ალდაგის“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორმა, ქეთევან მაღალაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე – ნაცვლად იმისა, რომ მოინანიოს საკუთარი და მისი სისტემის მიერ ჩადენილი დანაშაულები, ის ეცადა კვლავ თავის გამართლებას, ისევ ტყუილებით და უსინდისობით ცდილობს საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს

„გახარია საქართველოსთვის“ – როცა სახელმწიფოები ეროვნული ინტერესების განმტკიცებაზე არიან კონცენტრირებულნი, საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას – აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა, რათა საერთაშორისო დღის წესრიგში დავბრუნდეთ