„ალდაგის“, „იმედი L” -ის „არდის“ მართვას ერთი ჰოლდინგი განახორციელებს – GCAP ცვლილებებზე აცხადებს

„საქართველოს კაპიტალმა“ მის მფლობელობაში არსებული სადაზღვევო კომპანიები ერთი ჰოლდინგის ქვეშ გააერთიანა.
საინვესტიციო ჰოლდინგის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისსა და აგვისტოში „საქართველოს კაპიტალმა“ განახორციელა ყველა სადაზღვევო ბიზნესის „ა გრუფში“ გაერთიანება. შედეგად, „ალდაგის“, „იმედი ელისა“ და „არდის“ მართვა უკვე ერთი კომპანიის მიერ ხორციელდება. ცვლილებებამდე სამედიცინო დაზღვევისა და „არდის“ მართვას „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ახორციელებდა, „ალდაგის“ მართვას კი სს „ა გრუფი“.