ალგეთის 4 სოფელში გზის რეაბილიტაცია 1.4 მლნ. ლარი ჯდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში, შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც მარნეულის მერიიდან “კომერსანტს” აცნობეს, შიდა გზებს რეაბილიტაცია უტარდება ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ შემდეგ სოფლებში: საბირქენდში, აზიზქენდში, თაზაქენდსა და გაჯისაქენდში,
უწყების ცნობით, ეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულება 1 478 990 ლარია.