1971 წელს გამოსვლის შემდეგ, ლედ ზეპელინის „უსახელო“ მეოთხე სტუდიური ალბომი, ცნობილი როგორც Led Zeppelin IV, კლასიკად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როკ ალბომი, მისი გარეკანი დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოებით იყო მოცული. ძველ კედელზე ჩამოკიდებული მამაკაცის ფოტო ხშირად ჩნდებოდა ჩანაწერების მაღაზიებში, მაისურებსა და მუსიკალურ ჟურნალებში — ამ დრომდე კი არავინ იცოდა, ვინ იყო ის რეალურად.
ბრაიან ედვარდსი, დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის ისტორიკოსი, აუქციონის სახლის საინფორმაციო გამოშვებებს ათვალიერებდა, როდესაც სურათის ორიგინალ ვერსიას წააწყდა. ჯგუფის დიდი ხნის გულშემატკივარმა მაშინვე ამოიცნო ის და ფესვების გარკვევასაც შეუდგა… როგორც დადგინდა, ფოტო 1892 წელსაა გადაღებული, მასზე კი 69 წლის ლოტ ლონგს, სახურავის შემკეთებელს ვხედავთ. ამ კადრის გადაღებისას, ის უკვე ქვრივი იყო და უილტშირის პატარა კოტეჯში ცხოვრობდა.
და იცით, როგორ მოხვდა ეს ფოტო ჯგუფთან? რობერტ პლანტმა მისი ასლი ანტიკვარიატის მაღაზიაში შეიძინა, სწორედ მაშინ, როცა ზემოხსენებულ ალბომზე მუშაობდნენ. როგორც ჩანს, პორტრეტმა დიდი შთაბეჭდილება იქონია Led Zeppelin-ზე ასე იქცა გარეკანის ვიზუალად.