· 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ალბი კორძაიას 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
· 2 სექტემბერს პოლიციამ რუსთაველზე 24 დემონსტრანტი დააკავა – ისინი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამო.
· ალბი კორძაიასთვის ეს მესამე პატიმრობა იქნება – ის სამივეჯერ პროტესტის გამოხატვის გამო დააკავეს ადმინისტრაციული წესით.
შსს ალბი კორძაიას პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებოდა – მის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 5 სექტემბერს, გამოიტანა.
აქტივისტი ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს და არსებობს შანსი, რომ პატიმრობის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდეს. სასამართლოს გადაწყვეტილება მან გაიგო კლინიკაში, სადაც სამედიცინო პროცედურებისთვის იყო მისული.
2 სექტემბერს დაკავებულთა ადმინისტრაციული საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე რეჟიმშია – გადაწყვეტილება მხოლოდ რამდენიმე მათგანზეა გამოტანილი.




