აქტივისტი ალბი კორძაია მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მას თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებიან. თეა წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელიძეზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქტივისტები მის სახლთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.
