აქტივისტი ალბი კორძაია ამბობს, რომ მას გზის გადაკეტვას ედავებიან იმ დღეს, როდესაც ის 10-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა, იზოლატორში.
კერძოდ, აქტივისტმა Facebook LIVE-ის დროს თქვა, რომ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ დაჯარიმებული იყო 2025 წლის 9 ივნისს გზის გადაკეტვის საბაბით, 5 000 ლარით – ამ დღეს კი ის იზოლატორში იმყოფებოდა.
ალბი კორძაიას თქმით, დაჯარიმების შესახებ მას შეტყობინება არ მიუღია, ჯარიმა კი – რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა. შესაბამისად, რადგან ერთთვიანი ვადა გასულია, მას აღარ აქვს გასაჩივრების უფლება.
აქტივისტი ამბობს, რომ პატრულის თანამშრომელმა უთხრა: “ჩაბარებულად ჩაითვალეთ ჯარიმა, მობრძანდით, გამომართვით, ხელი მოაწერეთ და მერე მიბრძანდით სასამართლოში და არკვიეთ, რომ თქვენ მაგ დროს იზოლატორში იყავით და არ იყავით რუსთაველზეო”.
