ალბანეთსა და უკრაინაში სოროსის აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი “USAID” -თან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კოორდინაციით, სრულად აკონტროლებს და ახორციელებს მართლმსაჯულებას

ალბანეთსა და ში სოროსის აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი “USAID” -თან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კოორდინაციით, სრულად აკონტროლებს და ახორციელებს მართლმსაჯულებას
როგორ ცდილობს ოპოზიცია ქვეყანაში „აგენტოკრატიის“ დამყარებასა და რა ზიანი მიადგება საქართველოს ვეტინგის სისტემის შემოღების შემთხვევაში – ამ თემაზე „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს. ქადაგიძის თქმით, აღნიშნულმა სისტემამ უკვე გაანადგურა სასამართლოს დამოუკიდებლობა ალბანეთსა და უკრაინაში. „ე.წ. “ვეტინგის” ეფექტი.
“ქვეყნები, სადაც სასამართლო ხელისუფლებას არასამთავრობო სექტორი აკონტროლებს და საქართველო, რომელმაც უარი თქვა, საკუთარი სუვერენიტეტის ხელყოფაზე! ალბანეთსა და უკრაინაში სოროსის აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი “USAID” -თან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კოორდინაციით, სრულად აკონტროლებს და ახორციელებს მართლმსაჯულებას. ამ ქვეყნებს უნდა დავეწიოთო, ჩვენი უსამშობლო ოპოზიცია გვიკიჟინებს. ნეტავ რაში, სასამართლოს გასხვისებაში და “აგენტოკრატიის” დამყარებაში?!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.
Previous: 2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ