ალბანეთი – ჩეხეთი 0:0 – “ჯვაროსნებს” ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ

ერთა ლიგის B1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, მეხუთე ტურში ალბანეთი და ჩეხეთი დაზავდნენ – 0:0.
პირველ ტაიმში სტუმრები დომინირებდნენ, ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას, მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, სანახაობრივი ვერ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ჯგუფში 8 ქულით ლიდერი ჩეხეთია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულით და უარესი დამატებითი მაჩვენებლით მესამე პოზიციაზე ალბანეთია, კი 5 ქულით აუტსაიდერია.
ბოლო ტური 19 ნოემბერს გაიმართება – ჩეხეთი საქართველოს, ალბანეთი კი უკრაინას მიიღებს.
„ჯვაროსნებთან“ ჩეხებს დისკვალიფიკაციის გამო ნახევარმცველი
ტომაშ სოუჩეკი და თავდამსხმელი ტომაშ ხორი ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები პირველ ადგილს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დაიკავებს.
ალბანეთი – ჩეხეთი 0:0
ფრე უკრაინასთან- საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით ლიდერია და პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში