“ალბათ 1988 ან 1989 წელია… ქიმიური დახვევა” – ნანიკო ხაზარაძის განსხვავებული სტილი და ძველი ფოტოები – Marao

“ალბათ 1988 ან 1989 წელია… ქიმიური დახვევა” – ნანიკო ხაზარაძის განსხვავებული სტილი და ძველი ფოტოები – Marao
ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში ძველ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც განსხვავებული იმიჯი – მუქი ფერის ხვეული თმა აქვს. “ქიმიური დახვევა და მე-19 საუკუნე” – წერს ის. მის ფოტოს ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და არაერთი კომპლიმენტიც მიიღო: “ყველაზე მაგარი გოგო ქართულ ტელესივრცეში, ზეპოზიტიური, ნიჭიერი”, “ნანიკო ყველა ფორმაში უსაყვარლესია”, “88 ან 89 წელია, ალბათ… რალამაზი ხარ”, “რა სილამაზეა, ნანიკო, ძალიან საყვარელი ხართ ახლაც” – წერენ კომენტარებში.
ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. ნანიკო საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს.
ნანიკოს მამას, მეცნიერ დათო ხაზარაძეს, დემენცია აქვს, რომელიც მწვავე ფორმით მიმდინარეობს – მას სივრცე, დრო, გარემო აქვს არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადეკვატური ქცევა, უპირველესად, მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.
ამიტომ, ტელეწამყვანმა ბევრი ფიქრის შემდეგ მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა.
ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, აგონიაში ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. ამის შემდეგ დავწერე ვრცელი პოსტი და ამას მოჰყვა საშინელი ტალღა ჩემი ნათესავების. ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო წარწერით, რომ ნანიკომ მამა გადააგდო, ჩააბარა, ჩვენ წამოვიყვანთ მას და არ დავუტოვებთო. ამის შემდეგ მივმართე სოციალურ სააგენტოს და მომანიჭეს მხარდამჭერის სტატუსი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე მამას ვეღარავინ წამართმევდა.
გავიდა დრო და მივხვდი, რომ მამასთან ერთად პანსიონატში ზუსტად იმ ოჯახის ნათესავები იყვნენ, ვინც მე მლანძღავდნენ. ახლაც ვთვლი, რომ ძალიან სწორედ მოვიქეცი. ხელმეორედ რომ ეს ვითარება გაჩნდეს, მე ისევ ასე მოვიქცევი.
“აი, ასეთია ჩემი ცხოვრება სულ – გარშემო ქაოსი და მე მაინც თეთრ კაბაში” – ნანიკო ხაზარაძის შთამბეჭდავი ფოტოები თეთრ კაბაში
“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მქონდა შვილის აღზრდაზე, იყო რიგი საკითხები, რომლებზეც არ ვიცოდი, როგორი რეაქცია მქონოდა” – ნანიკო ხაზარაძე შვილს საჯაროდ მიმართავს
მამა ნელ-ნელა დამძიმდა, მომვლელი კი ჰყავდა, ვცდილობდით კომფორტულად ეცხოვრა, მაგრამ არ გამოვიდა. გაუსაძლისი იყო მართლა ყოფა. სახლიდან ყველაფერი გავიტანე, რაც მამასთვის საშიში იყო. ბოლოს გასაღებიც წავართვი და გამოვკეტე ადამიანი. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ამ დროს მე დავიწყე ძებნა ამ ტიპის სახლების. ჩვენ მდიდარი ფანტაზია გვაქვს და ჩვენი წარმოდგენები არის ის, რაც ვიცით. მე ასეთ სახლებში ბევრად კარგ პირობებს ველოდი. ჩვენი ქვეყანა ამ პირობებს არ აკმაყოფილებს. თუმცა ძალიან კარგ სახლშია მამა, მაგრამ მე მაინც სხვა წარმოდგენა მქონდა ამ ყველაფერზე.
როდესაც მივიყვანე, დამძაბა იმ გარემომ, რაც დამხვდა. ძალიან კარგად მიიღეს მამა და იქ ის ძალიან დამშვიდდა. იქიდან არც ერთხელ არ გაქცეულა და მივხვდი, რომ ეს ის არის, სადაც არის მამა. ყველაზე მძიმე არის ის, რომ მე ვიცი, მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს.
როცა მამა იქ წავიყვანე, თავიდან ერთი კვირა, ვერაფერს ვგრძნობდი. ჩემი ტელეფონი გაჩერდა, ანუ დღეში ათასი ზარი არ შემოდიოდა, რომელიც მთხოვდა, გახარია გამეყვანა სახლიდან, ან მეუბნებოდა, რომ ია ფარულავა იყო სახლში, რადგან მას ტელევიზიით ხედავდა და ასე შემდეგ… შემდეგ იყო ის, რომ იმოქმედა საზოგადოებრივმა აზრმა. ჩემს შეგრძნებებზე ეს მაინც მოქმედებდა. ახლაც ძალიან მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ვიცი, მამამ იქ უნდა დაასრულოს სიცოცხლე”, – საუბრობდა ნანიკო “რადიო თავისუფლებასთან”.
ნანიკო მამის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სიახლეებს მუდმივად აწვდის საზოგადოებას. ამჯერად ის “ინსტაგრამზე” ახალ ვიდეოს აქვეყნებს.