ალბათ სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაო იყო უფრო მიზანშეწონილი | იოსელიანი კაბუზე

სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს ჰკითხეს ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული მსახიობის და მომღერლის, კახა აბუაშვილის, იგივე “კაბუს” გირაოთი გათავისუფლების შესახებ. იოსელიანი ამბობს, რომ მისი კომპეტენცია არ არის იმსჯელოს ბრალდების საკითხზე და რომ “ალბათ სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაოს გამოყენება იყო უფრო მიზანშეწონილი”.
“ალბათ სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაოს გამოყენება იყო უფრო მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში. მე ვერაფერს გეტყვით, ამ შემთხვევაში ჩემი კომპეტენცია არ არის ვიმსჯელო ბრალდების საკითხზე და მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხზე, იმიტომ, რომ მე ვიცი რომ ამას ასაჩივრებს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში. [… ] შერჩევით სამართალზე ვერაფერს გეტყვთ, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ჩვენ არ გვაქვს წვდომა მტკიცებულებებზე, ჩვენთვის უცნობია, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. ზოგადად, შემიძლია შევაფასო, რომ ქალის მიმართ ძალადობა უნდა იყოს დასჯილი”, – თქვა იოსელიანმა.
ცნობისთვის, კაბუს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ის საპატიმროს, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში დატოვებს. პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ