ალბათ მართლა დიდი ძალა დგას ამ ყველაფრის უკან, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი „ნაცმოძრაობის“ სიაში ხვდება

„ნაცმოძრაობა“ ერთი რგოლია იმ ნაცური იდეოლოგიის განმახორციელებელი დავალებების შემსრულებელი, რომელიც შიგნით როგორ გადალაგდება მნიშვნელობა არ აქვს,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის ახალ სახეებზე საუბრისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძე შეეხო გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის ახალი სახე მათ შორის, ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი იქნება.
მდინარაძის თქმით, ალბათ კომპრომატები არსებობს ამ ადამიანების წინააღმდეგ, სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია, რომ თავის დროზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ხვდება.
„გვრებს და სახელებს ძალიან იშვიათად ვეხები ხოლმე, მაგრამ ახვლედიანზე ახლა როცა ვისმენ, ამორალურია ეს ყველაფერი ჩემთვის. ადამიანი, მე სადაც ვარ დღეს „ქართულ ოცნებაში“, აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე, ერთი პერიოდი მუშაობდა და ხვალ ვინმეს რა მორალში ჩაჯდომით წარმოუდგენია, რომ მე შეიძლება იქ აღმოვჩნდე. ალბათ ცოცხალი არ უნდა ვიყო, რომ მე „ნაცმოძრაობის“ რიგებში აღმოვჩნდე. ან რა დავალება უნდა შეასრულო, ან რით უნდა გაშანტაჟებდნენ, თავის დროზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანზე მეუბნებით, რომ „ნაცმოძრაობის“ სიაში იქნებაო. ეს კომენტარის იქით არის, შეუძლებელს იქით არის. ალბათ კომპრომატები არსებობს ამ ადამიანების წინააღმდეგ, ალბათ მართლა დიდი ძალა, დიდი ბოროტება დგას ამ ყველაფრის უკან, ბოროტი დავალებების სახით, რომ „ქართული ოცნების“ რიგებში მყოფი კი არა, ერთ-ერთი ხელმძღვანელი „ნაცმოძრაობის“ სიაში ხვდება. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, ამორალურიც აღარ ჰქვია, იმის იქით არის“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გილაურმა ჯერ ვითომ რაღაც ლექცია ჩაატარა ეკონომიკაზე, შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ აპარტიული პრემიერი უნდა ჰყავდეს ოპოზიციურ კოალიციასო და შესთავაზებს გილაურის კანდიდატურას

ამერიკელი ელჩების პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ადათ-წესები არ იციან – ისინი ჩვენში მაქსიმუმ იმ პაპუასებს ხედავენ, რომლებსაც განადგურების წინ ცოლ-შვილს გაუუპატიურებენ, ხოლო ტომის “ბედნიერ” ბელადს ცარიელი ბოთლით დაასაჩუქრებენ