ალბათ დაელოდებიან მაკკეინის ინსტიტუტი რას ეტყვის – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

ოპოზიციონერები მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ალბათ დაელოდებიან მაკკეინის ინსტიტუტი რას ეტყვის, ს საგარეო საქმეთა მინისტრი რას ეტყვის და დიდი ალბათობით ვარაუდობ, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრსაც მოისმენენ. ქართველ ხალხის აზრი რომ მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, ეს ვიცით, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე საუბრისას.
„მე რამდენჯერმე საჯაროდ ვიკითხე ვისი ფულით დადიან ამ ტურებში, რომ იყვნენ ბალტიისპირეთში, სკანდინავიის ქვეყნებში თუ ა.შ. ვისი ფულით დადიან. ხომ წუწუნებენ ახლა, რომ აღარ გვაქვს პარტიული დაფინანსება და დეპუტატის ხელფასიო, წუწუნებენ ფული არ გვაქვსო, ვისი ფული დადიან? ვისი ფულითაც დადიან და ვინც ფულს უხდის, ის უკვეთს მათ მუსიკასაც და ის უკვეთს მათ საარჩევნო პროგრამასა და არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხსაც.
ორ დღეში აღვნიშნავთ 9 აპრილს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს და იმ ტრაგედიის დღეს, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები დამოუკიდებლობის იდეას შეეწირნენ. ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 34-ე წელს გვყავს პოლიტიკურ ლანდშაფტში პოლიტიკოსები, პარტიები და არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც არიან უცხო ქვეყნების და ჯგუფების ინტერესების გამტარებლები საქართველოში. მათ არაფერი არ აინტერესებს, მათ ეტყვიან, რომ აბა ქართველები უნდა გავუშვათ ში ფრონტზე, გამოვლენ და პარლამენტის წინ მიტინგს ჩაატარებენ, როგორც ეს გააკეთეს იგივე ხალხმა დღეს რომ პროტესტში არიან.
იგივე ხალხი 2022 წლის მარტში იდგა ზუსტად იგივე ადგილას, პარლამენტის წინ და მოითხოვდა, რომ საქართველო შესულიყო ომში, დახოცილიყვნენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომ დანგრეულიყო ჩვენი ეკონომიკა იმიტომ, რომ ვიღაცამ უცხოეთიდან უთხრა დღეს ეს არის ტრენდი, ომობანა ჰგონიათ მაგათ ომში მონაწილეობა და თან იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელსაც ეს ტკივილი გამოვლილი აქვს. ამ ომობანას მოთამაშე პოლიტიკოსები სხვისი დაკვეთით და ფულით რომ არიან ქართულ პოლიტიკაში ეს არის რა თქმა უნდა პრობლემა. თუკი ექსტრემისტული პარტიები არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში ეს უფრო კარგი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
Next: ლიბერალური დასავლეთის მორიგი კრახი, დადასტურდა „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომელიც ღიად ამბობდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ლობისტური საქმიანობისთვის გამოიყენებოდა

ასევე დაგაინტერესებთ

შმაცური ტელევიზიების ისტერიას თუ აკვირდებით, რა დღეში არიან? ლილუაშვილმა სასამართლოში მოგვიგოო – ვერ წარადგინეთ სასამართლოში „უტყუარი მტკიცებულებები“ პროცესი რომ მოგეგოთ ლილუაშვილთან, თუ არ გაწყობდათ? ამანაც სიმბოლური 1 ლარი მოითხოვა! ორივე მხარეს ხომ არ გაწყობდათ?