ალბათ აქციებზე მონაწილეობის გამო დამესხნენ თავს – ლადო აფხაზავა

პედაგაგოგი ლადო აფხაზავა აფხაზავა ამბობს, რომ თავს დაესხნენ და ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ამბობს, რომ შემთხვევა ლანჩხუთში მდებარე მის საცხოვრებელთან მოხდა, აღდგომა დღის 19.00 საათზე.
“თავდამსხმელები შავი მერსედესით მოვიდნენ. ხელი მომხვდა საფეთქელთან, გადავრჩი”. მისი თქმით, ასევე დაშავდა მისი 20 წლის შვილი.
“ნეტგაზეთმა” აფხაზავას კითხა, რას უკავშირებს ამ თავდასხმას, რაზეც გვიპასუხა:
“ალბათ აქციებზე მონაწილეობის გამო, სიტყვით გამოვდივარ, რუსულ კანონს ვაპროტესტებ.
თუმცა, რა შემაშინებს, ჩვენ ვერავინ ვერ შეგვაშინებს, 19 წლის მარო მაყაშვილი ვერ შეაშინეს, ოდესმე ხომ უნდა მოვკვდე?”.
აფხაზავას თქმით, ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა პოლიციაშიც, რომელიც, მისი თქმით, შემთხვევის ადგილას დროულად მივიდა. თუმცა არ პასუხობს ამ თემაზე “ნეტგაზეთის” კითხვას დაიწყო თუ არა გამოძიება და რა მუხლით.
მასალა განახლდება.