“ალას ბევრი დაავადება აქვს, რამე თუ მოუვა, ვინ მიხედავს ბავშვებს? ჯანდაბა მას, გალკინს… როგორ შეეძლო შვილების მიტოვება?!” – რას ჰყვება ალა პუგაჩოვას მეგობარი, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა – Marao
“მას ბევრი დაავადება აქვს”, – ამ სიტყვებით იწყებს საუბარს ალა პუგაჩოვას მეგობარი ლუბა აქსენოვა. ქალის სიტყვებს მედია ციტირებს და წერს, რომ პრიმადონამ რუსეთი შვილებზე ზრუნვის მიზნით დატოვა.
აქამდე წერდნენ, რომ ალამ რუსეთი მეუღლის, შოუმენ მაქსიმ გალკინის გამო დატოვა, რომელიც კრემლმა უცხოეთის აგენტების სიაში შეიყვანა, მაგრამ აქსენოვა ამტკიცებს, რომ ასე არ არის.
“ჯანდაბა მას, გალკინს… მას ესმის, რომ მათ ორი შვილი ჰყავთ. პირველ რიგში, მათზე უნდა ეფიქრა! როგორ შეეძლო შვილების მიტოვება?! ალას სჯერა, რომ ბავშვები მამასთან ერთად უნდა გაიზარდონ. არასოდეს იცის, რა მოუვა ხვალ. მერე ვისთან დარჩებიან ბავშვები? როგორ ფიქრობთ, მას მართლა სჯერა, რომ უკვდავია? – არა, ამის ნამდვილად არ სჯერა: მას ბევრი დაავადება აქვს”, – ამბობს აქსენოვა.
ალა პუგაჩოვა საბჭოთა და რუსი ესტრადის მომღერალი, კომპოზიტორი-სიმღერების ავტორი, ესტრადის რეჟისორი, პროდიუსერი, კინომსახიობი და ტელეწამყვანია. დაიბადა 1949 წლის 15 აპრილს, არის 74 წლის.
კარიერა 1965 წლიდან დაიწყო. მის რეპერტუარში შედის 500-ზე მეტი სიმღერა რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ებრაულ, ფინურ, უკრაინულ ენებზე, ხოლო დისკოგრაფია ითვლის 100-ზე მეტ სოლო გრამფირფიტას (17 ალბომი, 34 სინგლი და 25 „კომპილაცია“ და კრებული). რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების გარდა პუგაჩოვას ალბომები გამოიცემოდა იაპონიაში, კორეაში, შვედეთში, ფინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში. დისკების საერთო ტირაჟმა გადააჭარბა 250 მილიონ ეგზემპლარს. ალა პუგაჩოვამ წარადგინა რუსეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 1997 წელს.
პუგაჩოვა 5 წლიდან მუსიკით იყო გატაცებული. საშუალო სკოლის დამთვრების შემდეგ მან მოსკოვის იპოლიტე ივანოვის სახელობის მუსიკალურ სახელმწიფო სასწავლებელში, სადირიჟორო-გუნდის განყოფილების განხრით განაგრძო სწავლა. პროფესიული სოლოკარიერის დაწყებამდე ბევრ მუსიკალურ კოლექტივთან ერთად მუშაობდა. პირველი სიმღერა „Робот“ დილის გადაცემისთვის შეიქმნა და მას დიდი წარმატება მოუტანა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რადიოსადგურის „ახალგაზრდობის“ ჯგუფთან ერთად, მომღერალმა დასავლეთ ციმბირში პირველი გასტროლები გამართა.
საერთაშორისო აღიარება 1975 წელს, ბულგარეთის საერთაშორისო კონკურსმა „ოქროს ორფეოსმა“ მოუტანა, სადაც მის მიერ შესრულებული სიმღერა „არლეკინო“ ერთხმად აღიარეს საუკეთესოდ და ალა პუგაჩოვას ფესტივალის გრან-პრი გადაეცა.
1979 წელს გამოვიდა ფილმი „ქალი, რომელიც მღერის“, რომელშიც მთავარ როლს ალა პუგაჩოვა ასრულებდა. საბჭოთა კინოგაქირავებაში ფილმმა 1979 წელს პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ალა პუგაჩოვას ჟურნალ „საბჭოთა ეკრანის“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მიენიჭა „წლის საუკეთესო მსახიობი ქალის“ წოდება. ფილმში გამოყენებულია სიმღერები, რომლებისთვისაც მუსიკა ალექსანდრე ზაცეპინის გარდა, თავად ალა პუგაჩოვამაც დაწერა, „ბორის გორბონოსის“ ფსევდონიმით.
დღეისათვის ჩამოშორდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. ჰყავს სამი შვილი და სამი შვილიშვილი. მისი ერთ-ერთი შვილი კრისტინა ორბაკაიტე აგრეთვე მომღერალია. პუგაჩოვა ამჟამად ქორწინებაში იმყოფება მაქსიმ გალკინთან.