ალასკაში დასრულდა ტრამპის და პუტინის შეხვედრა

ორსაათნახევრის გასვლის შემდეგ დასრულდა ალასკაში მიმდინარე შეხვედრა -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის. ლიდერები შეხვდნენ ფორმატით სამი-სამზე, სამიტზე, რომელმაც, შესაძლოა, გადაწყვიტოს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ტრაექტორია და ევროპის უსაფრთხოების ბედი.
ტრამპის მომხრეები -ის პრეზიდენტს წარმოაჩენენ სერიოზულ მომლაპარაკებლად, რომელსაც შეუძლია იპოვოს ომის დასრულების გზა – ტრამპი თავად გამოდიოდა დაპირებით, რომ ამას სწრაფად შეძლებდა. პუტინისთვის ტრამპთან სამიტი წარმოადგენს შესაძლებლობას ისეთი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც რუსეთის მიზნებისთვის იქნებოდა სასარგებლო, დაბლოკავდა კიევის მისწრაფებას ნატოში და საბოლოო ანგარიშით უკრაინას მოსკოვის ორბიტაზე დააბრუნებდა.
სამიტის შემდეგ დაგეგმილია ტრამპის და პუტინის პრესკონფერენცია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა