ალასკასთან რუსული თვითმფრინავების გამოჩენის შემდეგ -მ ავიაგამანადგურებლები ააფრინა

აშშ-ს ინფორმაციით, 19 თებერვალს ამერიკულმა ავიაგამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს რუსულ ბომბდამშენებს, ავიაგამანადგურებლებსა და სადაზვერვო თვითმფრინავს, რომლებიც ალასკის სანაპიროსთან დაფრინავდნენ.

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ (NORAD) განაცხადა, რომ რუსული Tu-95 ტიპის ბომბდამშენები, Su-35 ტიპის ავიაგამანადგურებლები და A-50 სადაზვერვო თვითმფრინავი ალასკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში (ADIZ) შენიშნეს, -სა და კანადის საჰაერო სივრცეების გვერდით არსებულ საერთაშორისო საჰაერო სივრცეს წარმოადგენს.

NORAD-ის განცხადებით, საპასუხოდ ორი F-16, ორი F-35 და ოთხი KC-135 ააფრინეს, რათა რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის ესკორტირება გაეწიათ, სანამ ისინი ალასკის ADIZ-ს არ დატოვებდნენ.

განცხადების მიხედვით, რუსულ თვითმფრინავებს აშშ-ს ან კანადის საჰაერო სივრცეები არ დაურღვევიათ. NORAD-მა ასევე დაამატა, რომ ალასკის ADIZ-ში რუსეთის მოქმედებები საფრთხის შემცველად არ მიიჩნევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება