ალასკაზე პუტინისა და ტრამპის შეხვედრას სერგეი ლავროვიც დაესწრება

-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 15 აგვისტოს, ალასკაზე დაგეგმილ შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მიიღებს მონაწილეობას.

ეს ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სმაინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ფადეევმა გაავრცელა.

მან განაცხადა, რომ -ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა საშუალებას იძლევა, რომ მსჯელობის დროს ყურადღება გაამახვილონ ორი ქვეყნის ურთიერთობებში დაგროვილ ყველა საკითხზე.

აშშ-ის პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრას ალასკაში, ანკორიჯის სამხედრო ბაზაზე გამართავენ.

ამ შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამიტზე გაესაურება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი