ალასანიამ კარტები გახსნა და ოპოზიციას არჩევნები დაუმთავრა – ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ალასანია – ომზე; ჩვენ ვსაუბრობთ გაერთიანებაზე, ალასანია – გახლეჩასა და დაპირისპირებაზე – გურამ მაჭარაშვილი

“დემოკრატიასაც აქვს ცუდი თვისებები, ერთ-ერთი ცუდი თვისებაა, როცა ვამბობთ, რომ აფხაზეთს და ოსეთს დავიბრუნებთ მშვიდობიანი გზით”, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ, შტატებში ემიგრანტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
თემას პოლიტიკური შეფასებები მოყვა – ომი, არეულობა და დესტრუქცია – უმრავლესობის წევრებმა სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებული მასალებიც გაიხსენეს.
„პრაქტიკულად, ალასანიამ დაუმთავრა ოპოზიციას. რეალურად გახსნა კარტები. ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ალასანია საუბრობს ომზე; ჩვენ ვსაუბრობთ გაერთიანებაზე, ალასანია საუბრობს გახლეჩაზე, დაპირისპირებაზე. რეალურად, შეუძლია, ახლა დაჯდეს და საპენსიო უზრუნველყოფაზე იფიქროს იმიტომ, რომ ეს არჩევნები ისედაც წაგებული ჰქონდა და, ამ გამოსვლის შემდგომ (ვიცით ჩვენ, რომ მისი გავლენები „ნაცმოძრაობაში“ არის საკმაოდ დიდი), ბუნებრივად, საზოგადოების ის ნაწილიც კი განაწყო ნეგატიურად, რომელიც ოპოზიციას უჭერდა მხარს. უნდა შევახსენოთ ბატონ ალასანიას, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომზე ვინც გვესაუბრებოდა, მათ შორის უკრაინიდან, იმათზე სისხლის სამართლის საქმეა ახლა აღძრული. რასაც ჩვენ ვამბობთ, „ხალხის ძალა“, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერების სახით, ესენი ადასტურებენ აქ,“ – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.
მმართველ გუნდის შეფასებით, თემურ ალასანიას განცხადება არის დასტური, თუ რა სურთ რეალურად „ნაციონალური მოძრაობას” და ს გარემოცვას.
„თემურ ალასანიას, ალბათ, პასუხისმგებლობას ვერ მოვთხოვთ. როდესაც აფხაზებსა და ოსებზე ვსაუბრობთ, ეს იმდენად სენსიტიური თემაა, რომ, ჩემი აზრით, ყველამ უნდა დააძალოს თავის თავს ცოტა მეტი იფიქროს, სანამ ასეთ მკვახე და მძიმე განცხადებებს გააკეთებენ. თან, ერთი მხრივ, ამტკიცებენ, რა სისულელეა და ომი ვის უნდაო, მეორე მხრივ – დგანან და ომის გარეშე ვერ დავიბრუნებთო ამბობენ. იქით მხარეს ხალხი გვისმენს და ყოველი ასეთი სულელური განცხადება, ვიღაცის მხრიდან უპასუხისმგებლოდ გაკეთებული, ძალიან მწვავედ აღიქმება იქით მხარეს. მე ვადევნებ ხოლმე მათ მედიებს თვალს და იქ ხდება ძალიან დიდი ვნებათაღელვა ასეთ სისულელეზე, რადგან იქ არავინ იცის, რომ თემურ ალასანიას არავინ არაფერს არ ეკითხება, საბედნიეროდ, დღეს, ამ ქვეყანაში,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ჩვენ ვაყენებთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე

გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან