ალარ კარისი – ბალტიის ქვეყნების გზავნილი ნათელია: რუსეთმა და მისი ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგონ – პასუხისმგებლობის გარეშე სამართლიანობა ვერ იქნება და სამართლიანობის გარეშე მდგრადი მშვიდობა ვერ იქნება

უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიული ომი საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების ერთ-ერთი უმძიმესი დარღვევაა, რუსეთი აგრძელებს უკრაინელი ერის წინააღმდეგ სასტიკ თავდასხმას, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ალარ კარისმა ბალტიის ქვეყნების სახელით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ქმედებები სრულიად შეუთავსებელია არა მხოლოდ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსთან და მოვალეობებთან, არამედ გაერო-ს ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მოვალეობებთანაც.
ალარ კარისის თქმით, რუსეთის მიერ ესტონეთის, პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეების დარღვევები ხაზს უსვამს, რომ რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებას.
„რუსეთის მიერ ესტონეთის, პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის ბოლოდროინდელი დარღვევები კიდევ ერთი ესკალაციაა და აშკარა შეხსენებაა იმისა, რომ რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებისთვის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
„ბალტიის ქვეყნების გზავნილი ნათელია: რუსეთმა და მისი ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგონ აგრესიის დანაშაულისთვის, ომის დანაშაულებისთვის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. პასუხისმგებლობის გარეშე მდგრადი მშვიდობა ვერ იქნება. პასუხისმგებლობის გარეშე სამართლიანობა ვერ იქნება და სამართლიანობის გარეშე მდგრადი მშვიდობა ვერ იქნება“, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა უკრაინის გვერდით დარჩებიან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
„გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინას აქვს თანდაყოლილი უფლება, დაიცვას თავი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისგან. უკრაინის თავისუფლების დაცვა ჩვენთვის ნიშნავს ყველა წევრი სახელმწიფოს, დიდისა და პატარას, სუვერენული თანასწორობის დაცვას – ძირითადი პრინციპი, რომელზეც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დაარსდა. მოვუწოდებთ უშიშროების საბჭოს, იმოქმედოს. უმოქმედობის საფასურს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების სანდოობაც იხდის. მოვუწოდებთ გაერო-ს ყველა წევრ სახელმწიფოს, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე სანქციების გაძლიერებით და უკრაინისთვის უფრო დიდი პოლიტიკური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაწევით. დაუსჯელობა, დაშოშმინება და შემდგომი დათმობები მხოლოდ გაათამამებს აგრესორს და გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ახალ დანაშაულებსა და ესკალაციას. ამიტომ, ჩვენი საერთო მოვალეობაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ ლეგიტიმურ სწრაფვაში“, -აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.