ალან გაგლოევი – 2008 წლის ომის გმირების მაგალითი ოს მებრძოლებს მოუწოდებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის

ძნელი წარმოსადგენია, რა იმედითა და რწმენით ელოდნენ რუსულ ჯარს ცხინვალში. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ხალხმა, დაინახა რა ტანკები ს დროშებით, იცოდა, რომ ხსნა მოვიდა, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ალან გაგლოევმა განაცხადა.
მისი თქმით, “დღეს ოსი ჯარისკაცები, იარაღით, ძმებთან ერთად მხარდამხარ, რუსეთისთვის ბრძოლაში მიდიან”.
„2008 წლის ომის გმირების მაგალითი ოს მებრძოლებს საგმირო საქმეებისა და მხოლოდ წინსვლისკენ უბიძგებს და მოუწოდებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის. სამხრეთ ოსეთი ამაყობს ჩვენი სამშობლოს გმირი დამცველების სიმამაცით! ჩვენ გვჯერა მათი და ველით მათ გამარჯვებას!“ – აღნიშნა გაგლოევმა.
შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – სა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ