ალან ბერსეს ჩვენთან შეხვედრისას რუსულ კანონზე არ უსაუბრია – სამოქალაქო ორგანიზაციები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსესა და ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას რუსული კანონის საკითხი განხილული არ ყოფილა. ამის შესახებ “სამართლიანი სა” და “საფარის” აღმასრულებელი დირექტორები, ნინო დოლიძე და ბაია პატარაია წერენ.
“გუშინ [19 დეკემბერს], პარტნიორი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს. ჩვენი საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებს, პოლიტიკურ კრიზისს. ასევე, ჩვენთან ერთად იყვნენ დაზარალებული ადამიანები, რომლებმაც თავად ისაუბრეს და გაუზიარეს თავიანთი ისტორიები.
ამ შეხვედრაზე საერთოდ არ ყოფილა განხილული რუსული კანონი და ამ კანონზე საუბარი არც ყოფილა ჩვენი ინტერესი. დღეს ქვეყანაში გაცილებით მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისია და საზოგადოებას ნათლად აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული ორი მოთხოვნა”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
“მინდა, ყველამ იცოდეთ, რომ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბერსესთან საუბარში არც ერთხელ არ უხსენებიათ რუსული კანონი ან მისი გაუქმება. ვისაუბრეთ წამებაზე და უფლებების მასიურ დარღვევებზე და ჩვენი მოთხოვნები უცვლელად გავაჟღერეთ: 1. თავისუფლება პოლიტპატიმრებს; 2. ახალი საქართველოს.
არანაირ რუსულ კანონებზე მოლაპარაკებას არ ვაპირებთ! არალეგიტიმური და მოძალადე რეჟიმი უნდა დასრულდეს!”, – წერს სოციალურ ქსელში ბაია პატარაია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი