ალავერდის ტაძარში ტორნადოს დროს მღვდელმა ტურისტი დრესკოდის გამო არ შეუშვა – პოლ რიმპლი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 25 ივნისს კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, ტორნადოს დროს სასულიერო პირმა ტურისტი დრესკოდის დარღვევის მიზეზით არ შეუშვა.
ჟურნალისტისა და ტუროპერატორი კომპანიის, Meet Me Here Tbilisi-ის დამფუძნებლის, პოლ რიმპლის ცნობით, უცხოელ სტუმარს მოკლე შარვალი ეცვა, რის გამოც, სასულიერო პირმა მას ტაძარში ტორნადოსგან თავის შეფარებაზე უარი განუცხადა.
“ალავერდის საკათედრო ტაძარში სტუმრებთან ერთად და ეს ტორნადო მოდის ვენახებიდან. რა თქმა უნდა, მღვდელი დრესკოდის გამო ჩვენს სტუმარს ეკლესიაში უსაფრთხოებისთვის არ უშვებდა. მაგრამ შემოსასვლელმა გადაგვარჩინა”. – წერს რიმპლი სოციალურ ქსელში და ტორნადოს ვიდეოს აქვეყნებს.
კახეთში ქარბორბალამ ალავერდის საკათედრო ტაძარს 25 ივნისს გადაუარა. შემთხვევის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.