ალავერდის კომპლექსის ტერიტორიაზე, სასტუმროს მშენებლობა კანონდარღვევაა | კულტურული მემკვიდრეობის პლატფორმა

ალავერდის კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე სასტუმროს მშენებლობა კანონდარღვევაა – მე- 11 საუკუნის კულტურული ძეგლის ტერიტორიაზე არსებულ მშენებლობასთან დაკავშირებით იურიდიული შეფასება კულტურული მემკვიდრეობის პლატფორმამ წარადგინა. დასკვნის ავტორები ამბობენ, რომ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებთან 500 მეტრის რადიუსში სასტუმროს მშენებლობა არ შეიძლება და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამოხელეო დანაშაულსაც.