აკუსტიკური იარაღები, ელექტროშოკური მოწყობილობები და აეროზოლები არ შეიძლება ისეთივე ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქისთვის, როგორც სურსათი მაღაზიაში

აკუსტიკური იარაღები, ელექტროშოკური მოწყობილობები და აეროზოლები არ შეიძლება ისეთივე ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქისთვის, როგორც სურსათი მაღაზიაში
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, -ის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა.
„აკუსტიკური იარაღები, ელექტროშოკური მოწყობილობები და აეროზოლები არ შეიძლება, ისეთივე ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქისთვის, როგორც სურსათი მაღაზიაში, ვინაიდან ეს ნივთები სხვა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისთვისაც გამოიყენება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მკაცრი რეგულაციები არსებობდეს. კონტროლირების სტანდარტი და მექანიზმები იყოს საკმაოდ მაღალი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა