აკუსტიკის წამყვანები, მებო ნუცუბიძე და მაკო მჭედლიშვილი 1 არხიდან გაათავისუფლეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური გადაცემის, აკუსტიკის წამყვანები, მებო ნუცუბიძე და მაკო მჭედლიშვილი არხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ მებო ნუცუბიძე Facebook-ზე წერს.
“9 ივნისს, მე და მაკომ მაყურებელს მადლობა გადავუხადეთ, მომავალ სეზონამდე დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლითა და საინტერესო ამბებით დავუბრუნდებოდით. სამწუხაროდ, ვერც მე და ვერც მაკო პირველი არხის ეთერში ამ დანაპირებს ვეღარ შევასრულებთ. გუშინ, 25 ივლისს, ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად დასრულდა ჩვენი აკუსტიკური მოგზაურობა. ასე გადაწყდა – ახალი სეზონიდან გადაცემას ახალი წამყვანები ეყოლება.
მადლობა ყველას, ვინც ამდენი წელი უყურებს და უსმენს აკუსტიკას. გვიხარია, რომ 6 წლის განმავლობაში თქვენთან ერთად ვქმნიდით ამ პროექტს. ჩემი პირადი მადლობა თითოეულ მუსიკოსს, ვის გარეშეც აკუსტიკა ვერ იქნებოდა ასეთი კარგი და საინტერესო. და მადლობა მაკოს: მის გვერდით, ამ 6 წლის განმავლობაში, უკეთეს ადამიანად და უკეთეს პროფესიონალად ვიქეცი”. – წერს ნუცუბიძე.