აკუნინს რუსეთში ბრალს უყენებენ “ინოაგენტების” კანონის დარღვევისთვის

მოსკოვის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მწერალ ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილი) წინააღმდეგ “უცხოელ აგენტებზე” რუსეთში მოქმედი კანონის დარღვევის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული და სამთავრობო მედიასაშუალებები ავრცელებენ.
რუსეთში მოქმედი “აგენტების კანონის” შესაბამისად, აკუნინი უცხოელ აგენტად არის გამოცხადებული. პროკურატურის თანახმად, აკუნინი ამ კანონს განმეორებით რეჟიმში არღვევს, რადგან საკუთარ სტატიებს არ აწერს, რომ “უცხოელი აგენტის” მიერ არის შექმნილი. ახლა პროკურატურა გადაწყვეტს, წაუყენებენ თუ არა ბრალს ცნობილ მწერალს.
ბორის აკუნინი ამჟამად რუსეთში აღარ ცხოვრობს. აგენტების გარდა, რუსეთში „ექსტრემისტთა და ტერორისტთა“ რეესტრშიც ჰყავთ შეყვანილი.
მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული გასული წლის ბოლოს. აკუნინს, რომელიც საკმაო ხანია აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას და საჯაროდ ეწინააღმდეგება უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას, ხელისუფლება ტერორიზმისკენ მოწოდებასა და რუსეთის ჯარის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში სდებს ბრალს.
რუსეთში მისი წიგნების გაყიდვა და გამოცემა აკრძალულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი