აკრძალვის მიუხედავად, ბუდაპეშტში ლგბტქ+ პრაიდი გაიმართა – ორგანიზატორების ინფორმაციით, მასში მონაწილეობა 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო

“ბუდაპეშტის პრაიდის” აკრძალვის მიუხედავად, უნგრეთის დედაქალაქში მასშტაბური აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
აქციას იმის ფონზე ჩატარდა, რომ მიმდინარე წლის მარტში უნგრეთის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ლგბტქ+ ღინისძიებების ჩატარება აკრძალა და მონაწილეების იდენტიფიცირებისთვის სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება დაუშვა.
ბუდაპეშტის რიგით 30-ე ყოველწლიურ პრაიდში დემონსტრანტები გამოვიდნენ პლაკატებით, წარწერებით: “სოლიდარობა ბუდაპეშტის პრაიდს”.
ორგანიზატორები, რომლებიც რეკორდული 35,000 ადამიანის მონაწილეობას მოელოდნენ, აღნიშნავენ, რომ დემონსტრაციაში “ბევრი, ბევრი ათობით ათასი ადამიანი” მონაწილეობდა.
“ბუდაპეშტი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვიქტორია რადვანის თქმით, ღონისძიებაში 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.