აკი პუტინი არ ვარო – ლაპორტა მესამედ გახდა “ბარსელონას” პრეზიდენტი

ესპანური გამოცემების ცნობით, „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ლაპორტამ ხმათა 66.6% მიიღო, მისმა კონკურენტმა ვიქტორ ფონტმა კი, რომელიც გუნდში ლეო მესის დაბრუნების პირობას დებდა – 30.9%.
ლაპორტა მესამედ აირჩიეს „ბარსელონას“ პრეზიდენტად. ადრე ის კატალონიურ კლუბს სათავეში 2003-2010 და 2021-2026 წლებში ედგა. რამდენიმე თვის წინ  ჟოანმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ არის და მეტად არ იყრიდა კენჭს.
ვიდრე არჩევნების შედეგები გახდებოდა ცნობილი, ლაპორტამ „ბარსელონას“ „სევილიასთან“ 5:2 გამარჯვება ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი