აკვაკულტურის წარმომადგენლებისთვის აშშ-ი გაცვლით პროგრამას აცხადებს – საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა აკვაკულტურის სფეროს წარმომადგენლებისათვის გაცვლითი პროგრამა გამოაცხადა. “კოორდინირებული აგროკულტურის განვითარებისა და ინოვაციის პროგრამის” ფარგლებში მოკლევადიანი, 1 და 2-კვირიანი ტრენინგები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში -ის საელჩო ავრცელებს.
პროგრამა კალმახის აკვაკულტურის სექტორის წარმომადგენლების, მმართველების და ადმინისტრატორებისთვისაა, რომლებიც აკვაკულტურის განვითარებაში, სავაჭრო პროცესებსა და აგრობიზნესის მართვაში იღებენ მონაწილეობას.
პროგრამაში მონაწილეობისათვის ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო არ არის, თუმცა სასურველია.
პროგრამაში დარეგისტრირების ბოლო ვადა 2023 წლის 29 დეკემბერია.
აპლიკაციის ფორმის გადმოსაწერად და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.