აკაკი გვინიაძე: მაშ, მეორე კითხვის დროა, რას იცავს “ოცნება”, რაც ამდენ ძალადობად და სისხლად ღირს?

“დღეს ლელო წევრებს მიუგზავნეს ქვებით შეიარაღებული მოძალადეები.
სახელმწიფოსგან წახალისებული მოძალადეები დაძრწიან.
დავუშვათ, რომ “ოცნება” ძალაუფლებისა და მითვისებულის შენარჩუნების კი არა, მართლაც სწორი საქმისთვის იბრძვის.
დასვით მთავარი კითხვა, მიზანი ამართლებს საშუალებას?
პავლე მოციქული მსჯელობს ამ საკითხე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: “მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა?”
უფრო მეტიც, პეტრე მოციქული, რომელიც ხორცშესხმული ჭეშმარიტების, ქრისტეს, დაცვას ცდილობს იარაღით, ესმის იესოს სიტყვები: “პეტრე, ჩააგე მახვილი”.
მაშ, მეორე კითხვის დროა, რას იცავს “ოცნება”, რაც ამდენ ძალადობად და სისხლად ღირს?” – წერს სოციალურ ქაელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი აკაკი გვინიაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე