აკაკი ბობოხიძე – დროა, ბრძოლაში შემოგვიერთდნენ დანარჩენი პოლიტიკური პარტიები და არაღიარების პოლიტიკა მივიყვანოთ ბოლომდე – ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც რეჟიმს დაასრულებს

დროა, ბრძოლაში შემოგვიერთდეს ყველა დანარჩენი პოლიტიკური პარტია და არაღიარების პოლიტიკა მივიყვანოთ ბოლომდე, – ამის შესახებ განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ თვითმმართველობის ს ბოიკოტთან დაკავშირებით 8 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადების შემდეგ.
აკაკი ბობოხიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი არის ერთადერთი გზა, რომელიც „რეჟიმს“ დაასრულებს იმაზე უფრო ადრე, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ“.
„ევროპული საქართველო“ უერთდება ამ განცხადებას. არ შეიძლება ადამიანები, რომლებიც არ აურჩევია ქართველ ხალხს, წარმოადგენდნენ ჩენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს. ისინი უნდა დარჩნენ იზოლირებული, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. დროა ამ ბრძოლაში შემოგვიერთდეს ყველა დანარჩენი პოლიტიკური პარტია და არაღიარების პოლიტიკა მივიყვანოთ ბოლომდე. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ამ რეჟიმს დაასრულებს იმაზე უფრო ადრე, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ და ალბათ, ცოტა უფრო გვიან, ვიდრე ჩვენ გვინდა, მაგრამ აუციელბალდ ჩვენი გამარჯვებით“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
8 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებულ რეალობაში საარჩევნო პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ “ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს”.
8 ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ გამარჯვების გზა “რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის” და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას აგრძელებს.