პარტნიორები ახლა ასე გვიყურებენ: თუ ოპოზიცია ვერ მოახერხებს „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული ძალაუფლება წაართვას, სახელმწიფოსთან ურთიერთობას დააპირებენ, ოღონდ, ხელისუფლებაში არალეგიტიმური „ქართული ოცნება იქნება , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ დააპირებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას, ამან არ შეიძლება ლეგიტიმაცია მისცეს მმართველ პარტიას.
მისივე თქმით, ლეგიტიმაციას მხოლოდ არჩევნები იძლევა და არა რომელიმე კანონის გაწვევა ან არ გაწვევა.
„[2020 წელს] პარლამენტში შესვლა ნიკა მელიას გათავისუფლებაში გავცვალეთ… რეალურად, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ ამ [შარლ მიშელის] შეთანხმებით. მაშინ ვთქვით, თუ ტერორიზმთან მისი დანაშაულების გამო ხდება შეთანხმება, ამით ტერორიზმს ვახალისებთ. ანუ, მაშინ, რა მაგალითი მივეცით „ქართულ ოცნებას“: მას ჰყავდა პოლიტიკური პატიმარი და მის გამოშვებაში მან მიიღო ლეგიტიმაცია. მან დასკვნა გააკეთა, რომ უნდა დაუშვას კიდე უფრო მეტი შეცდომა და მძიმე დანაშაულები – გადადგას 10 ნაბიჯი უკან, რომ მერე 3 ნაბიჯის გადმოდგმაში თავისი გაიტანოს. თუ ამ გზით ვივლით „ქართული ოცნება“ ყოველთვის გამარჯვებული გამოვა. ახლა თუ მხოლოდ იმ ორი კანონის [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი] უკან გაწვევით ლეგიტიმაციას შეიძენს, არ შეიძლება რომელიმე კანონის უკან გაწვევამ ლეგიტიმაცია მისცეს „ქართულ ოცნებას“. ლეგიტიმაციას მხოლოდ არჩევნები იძლევა და არა რომელიმე კანონის უკან გაწვევა ან არ გაწვევა.
პარტნიორები ახლა ასე გვიყურებენ: თუ ოპოზიცია ვერ მოახერხებს „ქართულ ოცნებას“ წაართვას მიტაცებული ძალაუფლებას, პარტნიორები ასეთ შემთხვევაში დააპირებენ სახელმწიფოსთან ურთიერთობას ოღონდ, ხელისუფლებაში იქნება არალეგიტიმური „ქართული ოცნება““,- განაცხადა აკაკი ბობოხიძე,
კითხვაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, ბობოხიძე პასუხობს, რომ მხოლოდ ხელახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო კანონმდებლობა და არჩევნების ჩამტარებელი სუბიექტის ცვლილება.
ბობოხიძის თქმით, ოპოზიცია ახლა მაინც უნდა იყოს ჩამოყალიბებული თუ რა არის ის მინიმუმი, რის გამოც უკან დახევა არ შეიძლება.
მისივე მოსაზრებით, პოლიტიკური კრიზისი დასრულებას არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მოქმედება, არამედ ოპოზიციის მოქმედებაც სჭირდება და 2020 წლისგან განსხვავებით, როდესაც პარტნიორების აზრი დღეს ოპოზიციის მხარეს არის, ოპოზიციას ახლა კრიზისს არ დაასრულებს ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებით.
„არანაირი დათმობა, გარდა ხელახალი არჩევნებისა, გარდა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებისა, გარდა არ არჩევნების ჩამტარებელი სუბიექტის ცვლილებისა არ შეიძლება იყოს მომავალი შეთანხმების საგანი „ქართულ ოცნებასთან.
მე ვამბობ, შიგნით პროტესტი, გარეთ მხარდამჭერის მოპოვება, რომ არ მოხდეს ჩვენი სისუსტის გამო, ჩვენი შესვენების გამო, ჩვენი პარლამენტში შესვლის გამო, ჩვენი დათანხმების გამო…
ახლა მაინც უნდა იყოს ოპოზიცია ჩამოყალიბებული თუ, რა არის ის მინიმუმი რის გამოც უკან დახევა არ შეიძლება. არანაირი 45%-იანი ვითომ პლებისციტი. ოპოზიცია უნდა იყოს შეთანხმებული, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში არ დაასრულებს. პოლიტიკური კრიზისი საქართველოში არ დასრულდება მხოლოდ „ქართული ოცნების“ მოქმედებით, მას სჭირდება ოპოზიციის მოქმედებაც და ოპოზიცია არ დაასრულებს ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებით. 2020 წლისგან განსხვავებით დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი არის ჩვენ მხარეს “,- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ამასთან, ბობოხიძემ ისუაბრა პარტნიორებისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობებზე.
„არ ცნობენ არჩევნებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურთიერთობა არ ექნებათ ხელისუფლებთან. ბევრ ქვეყანაში არ ცნობენ არჩევნებს დემოკრატიულად, მაგრამ შემდეგ აგრძელებენ ურთიერთობებს იმ ქვეყნის არჩეულ თუ არარჩეულ დე-ფატქო ხელისუფლებასთან იმიტომ, რომ მათი ქვეყნის ინტერესები ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ჩვენთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა იდგეს ყველაზე მაღლა. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დასავლეთი გველოდება იქნება თუ არა პროტესტი საკმარისი იმისთვის, რომ ქართული ხელისუფლება შეეწიროს იმ დანაშაულს, რომელიც მან ჩაიდინა არჩევნების ტოტალური გაყალბებით. ერთი წელი გაცადეს, ორი წელი და ვერაფერი გამოცვალე, ახლა როდემდე გაგრძელდება? ასე არ გაგრძელდება, რაღაც მომენტიდან დაიწყება ურთიერთობების პროცესი“, – განაცხადა ბობოხიძემ.