აკაკი ბაქრაძე: „ქართულს არ გააჩნია მონათესავე ენაც კი. იგი ობოლი ენაა…“

1978 წლის 12 აპრილს მწერალთა კავშირში წარმოთქმული აკაკი ბაქრაძის სიტყვა.
„საბჭოთა კავშირში რუსულს არ ჰყავს მეტოქე, არც პოლიტიკური და არც კულტურული თვალსაზრისით. ქართული კი მცირერიცხოვანი ერის ენაა. ქართულად სხვაგან არსად ლაპარაკობენ. ქართულს არ გააჩნია მონათესავე ენაც კი. იგი ობოლი ენაა და თუ საქართველოშიც არ მიეცა მას სახელმწიფო უფლებამოსილება, ქართული დასაღუპავად განწირული ენა იქნება. საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით ენას ორი ფუნქცია აქვს: იგი ან არის სახელმწიფო ენა, ან არის პატუა (შინაური, შინ სახმარი) ენა. ახალი კონსტიტუციის პროექტი ქართულ ენას უტოვებს პატუა ენის ფუნქციას…
ყოველივე ზემოთქმულიდან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? მე ვაკეთებ ერთადერთ დასკვნას − საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტი კონსტიტუციურ საფუძველს უყრის ქართველი ხალხის გარუსების საქმეს… სრული პირდაპირობით უნდა ითქვას − აქვს თუ არა რომელიმე ქართველს უფლება, რა მდგომარეობის, რა განათლების, რა შეხედულებისაც უნდა იყოს იგი, მხარი დაუჭიროს ამ კონსტიტუციის პროექტს? მე გეუბნებით, არა რომელიმე პუნქტს, არამედ მთლიანად კონსტიტუციას? ამ კონსტიტუციის სტილისტური გასწორება-დაზუსტება საქმეს არ უშველის. მისი არსი მაინც ანტიქართული დარჩება, ამიტომ ქართველმა ხალხმა არ უნდა მიიღოს ეს კონსტიტუცია. არც ერთ ჩვენთაგანს არა აქვს მორალური უფლება, ხმა მისცეს ახალ კონსტიტუციას“…
1978 წლის 12 აპრილი
აკაკი ბაქრაძე“

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი