აკაკი ალადაშვილი – გულშემატკივრების ერთგულება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იმ წარმატებისა, რომელსაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია

თბილისის საკრებულოს წევრმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქართველი გულშემატკივარი, მისი მხარდაჭერა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფეხბურთში მიღწეული წარმატებისა.
„ფეხბურთის ფედერაციის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს და ჩვენს უძვირფასეს გულშემატკივარს. თქვენგან მიღებული დადებითი ემოციები და ერთგულება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ წარმატებისა, რომელსაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია. მადლობა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს და ყველას, ვინც თავი არ დაზოგა, რომ ჩვენი ქვეყანა გვესახელებინა“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: კადრი კადრად და რომ მოვუსმუნე, განათლების რეფორმაზე საუბრობდა ჩვენი პრემიერი, სკამზე ჯდომა რომ ვერ ასწავლეს ის. ჟურნალუსტმა ეკონომიკაზე ჰკითხა და ეს განათლებაზე პასუხობს

შალვა პაპუაშვილი გაფართოების ანგარიშზე – ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს, ვის ჰქონდა – საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რას – ბრიუსელი პირდაპირი გზით მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ