“აკადემ მედი” – რას სთავაზობს მომხმარებელს “აჯიბადემის” კლინიკების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში?

თბილისში მოქმედი სამედიცინო ცენტრის „აკადემ მედის“ დამფუძნებელი, ანი გეგეშიძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აღნიშნავს, რომ ცენტრი რეაბილიტაციის სრულ სპექტრს მოიცავს, მათ შორის ონკო რეაბილიტაციას, რომელიც გეგეშიძის განცხადებით, აუცილებელია ყველა ონკო პაციენტისთვის.
აღსანიშნავია, რომ „აკადემ მედი“ თურქეთის წამყვანი სამედიცინო ქსელის, „აჯიბადემის“ კლინიკების ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. როგორც გეგეშიძე განმარტავს, ეს თანამშრომლობა ქართველ პაციენტებს საშუალებას აძლევს, რომ მსოფლიოში აღიარებული სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ, სრულად ორგანიზებული პროცესით ტრანსფერიდან დაწყებული, ექიმებთან ვიზიტების დაგეგმვითა და სამედიცინო მენეჯმენტით დასრულებული.
“„აკადემ მედი“ თბილისში ფუნქციონირებს, როგორც რეაბილიტაციის ცენტრი. შემიძლია ვთქვა, რომ ვართ რამდენიმე მიმართულებით ინოვატორი. ჩემი გამოცდილება, რაც თურქეთში მივიღე, ვცდილობდი, რომ აქ დამენერგა. გარდა იმ რეაბილიტაციის კურსებისა, რაც საქართველოში ცნობილი იყო, დავამატეთ ონკო პაციენტების სარეაბილიტაციო კურსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ონკო პაციენტებს იმ რთული მკურნალობის შემდეგ, რეაბილიტოლოგის ჩართულობა აუცილებლად სჭირდებათ.
გარდა რეაბილიტაციის ცენტრისა, მეორე მიმართულება არის ხელშეკრულება, რომელიც ცენტრს “აჯიბადემის” კლინიკებთან აკავშირებს. მაგალითად, თუ პაციენტს სურს მისი კვლევების თურქეთში გადაგზავნა, ადგილზე კვლევა, მეორე აზრის მოსმენა და ა.შ. ამ შემთხვევაში მოდის პაციენტი, მოაქვს მის ხელთ არსებული კვლევა, ამ კვლევის თარგმანიდან დაწყებული, სრული სამედიცინო მენეჯმენტით დამთავრებული ყველაფერს ჩვენ უზრუნველვყოფთ, რათა პაციენტმა არაფერ საორგანიზაციოზე აღარ ინერვიულოს”, – თქვა მან.
როგორც ანი გეგეშიძე ამბობს, არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ ცენტრის მომსახურება იმის გამო, რომ “აჯიბადენის” ოფიციალური წარმომადგენლობა არიან, მაღალი ფასის გამო ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა გეგეშიძის თქმით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
„ხშირად ჰგონიათ, რომ რადგან “აჯიბადენის” წარმომადგენლები ვართ, ფასებიც შესაბამისია. რეალურად, ჩვენ ვცდილობთ, ქართული ბაზრისთვის მაქსიმალურად მორგებული პირობები შევთავაზოთ. არის შემთხვევები, როცა თურქეთში მკურნალობა საქართველოს ფასებს უტოლდება, თუმცა საერთო ჯამში, თურქეთში მკურნალობა საქართველოსთან შედარებით ძვირია, ხოლო ევროპასთან შედარებით – ბევრად ხელმისაწვდომია“, – აცხადებს გეგეშიძე.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე „აკადემ მედი“ უკვე თანამშრომლობს რამდენიმე კერძო სადაზღვევო კომპანიასთან და დაზღვეულ პირებს მკურნალობაზე ფასდაკლების მიღებაც შეუძლიათ.