აკადემიური სფეროს წარმომადგენლები გმობენ მშვიდობიანი აქციის დაშლას და თსუ-ს სივრცის ბოროტად გამოყენებას

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები გმობენ 19 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის დაშლას. ერთობილივ განცხადებას, 20 ნოემბრის დილი 11:00 საათისთვის 400-მდე ადამიანი უერთება.
„უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, დღეს მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა – კარები ჩაუკეტა მათ და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების დასარბევად. ეს ქმედება შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, როგორც თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოს, არღვევს აკადემიურ დამოუკიდებლობას და ეწინააღმდეგება მის ისტორიულ მისიას“, – წერია ერთობლივ განცხადებაში.
აკადემიური სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მოვალეობაა, იდგნენ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის:
„საგანმანათლებლო სივრცეები, განსაკუთრებით კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, უნდა იყოს ადგილი, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად პირადი მრწამსისა თუ შეხედულებებისა. ეს პრინციპი, რომელიც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობის ფუნდამენტია, დღეს უხეშად დაირღვა“.
· 14 ნოემბერს ს სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი ს გასაპროტესტებლად საუნივერსიტეტო სივრცეში დარჩა და ღამე გაათენა. მათ მსგავსად ღამის უნივერსიტეტში გატარება სურდა თსუ-ს სტუდენტთა ერთ ნაწილს. 15 ნოემბერს გვიან საღამოს თსუ-ს პირველ კორპუსთან ათეულობით პოლიციელი იყო მობილიზებული და ახალგაზრდებს არ მისცა შიგნით შესვლის უფლება.
· 19 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეო, სადაც, მათი თქმით, ასახული იყო, როგორ შედიოდა საპოლიციო ძალები გამთენიისას უნივერსიტეტის ეზოში აქციის დაშლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. თსუ-ში ახალგაზრდება შესვლა მოახერხეს 20 ნოემბერს, 02:00 საათზე.
19 ნოემბერს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად -მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
იმ დილით პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა.
ფორუმი