აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის სახელობის სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, 109 წარმატებული სტუდენტი დაფინანსდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერა გრძელდება. აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის სახელობის სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, 109 წარმატებული სტუდენტი დაფინანსდება.
2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე ახალგაზრდები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ წახალისებას 500 ლარის ოდენობით.
პროგრამა განკუთვნილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით (A კატეგორია).
აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის სახელობის სტიპენდიის შედეგების დასაზუსტებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, განათლების და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს ქეთევან დევაძეს – 599 35 91 91

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე