აი, როგორ იხატება სიყვარული ილუსტრაციებში

საკმაოდ ბევრი მომენტია ცხოვრებაში ისეთი, რომელიც გაგრძნობინებთ, რომ თქვენი ოჯახის წევრებს ძალიან უყვარხართ… ყველაფერი კი მცირე დეტალებში იმალება, რასაც ხშირად ყოველდღიურობა ფარავს, თუმცა არა Soosh-ისთვის, რომელმაც ყველა მომენტი ფურცლებზე გადმოიტანა. დედა რომ ქალიშვილს თმებს უვარცხნის ან მამა კისერზე ჩამოკიდების საშუალებას აძლევს… ილუსტრაციებში ოჯახური დინამიკაა ასახული, და-ძმები, მშობლები და შვილები, ბებიები და ბაბუები. თითოეული სცენა სიყვარულით სავსეა, რაღაც სიმშვიდე შემოაქვს, ნოსტალგიებს აღძრავს და ამ იდილიის გაზიარების სურვილს აჩენს… Soosh-ის ნამუშევრებს, ალბათ, სიტყვებით აღარაფრის დამატება სჭირდება, ამიტომ ბევრს არ გავაგრძელებთ და ილუსტრაციებს გაგიზიარებთ: