“აი ეს არის ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა, რაც გუშინ კალაძის სვავებმა ქნეს. დააპირისპირეთ ჩვენი და მათი ვიდეობი, აბა ერთამენთს, მერე გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, ციხეში ვინ უნდა იჯდეს”

სინდისის პატიმრები მინდია შერვაშიძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და რეზო კიკნაძე ციხიდან ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
,,მინდია შერვაშიძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის და რეზო კიკნაძის ერთობლივი განცხადება.
საკანი 38.
ყველაზე მეტად მაშინ ვგიჟდებით ხოლმე, როცა იმას ვხედავთ, რაც გუშინ იმ უხსნებლის ოფისთან ხდებოდა. მაგ ბრძოლაში რომ ჩვენც უნდა ვიყოთ და იმ დარტყმებს ჩვენც ვიღებდეთ, მაგრამ ხელფეხი გვაქვს აქ შეკრული, ეგაა ყველაზე აუტანელი. ჩვენი კარადებიც და კედლებიც მაგ დროს ილეწება, ანუ როცა ბრაზი აღწევს, რვა კვადრატშია გამოკეტილი და სხვა გასაქანი არ აქვს ჯერჯერობით. არ მგონია, 15 თვე გაძლოს მაგ ოფისმა, თორემ 15 თვეში, როცა გამოვიდოდით, ჩვენვე მივხედავდით და ფეხებზეც მკიდია ნებისმიერი სასჯელი აწი.
ჩემო თანაბერძოლებო, ყოველსაღამოს მაგ ოფისთან ვიდგეთ საბრძოლო მზადყოფნაში, თუნდაც ბიტებით და ჯოხებით. ისინი თუ იკაზმებიან, ჩვენც აღვიჭუროვოთ. მათ დაიწყეს, მათ გამოგვიწვიეს და ნახონ ჩვენი ძალაც. თან პოლიციის უკანმყოფები კიდევ ბოთლებს რომ ისროდნენ და რეაქცია არ ჰქონიათ კანონის ვითომ დამცველებს. ბევრნი გადით, არ მისცეთ ფუნქციონირების უფლება მაგ პროვოკაციის ბუდეს. დალეწეთ, აღგავეთ პირისაგან მიწისა ოფისი და ყველა ორკიც, ვინც იქაა. ტიტუშკა ტიტუშკურ პასუხს იმსახურებს. არანაირი კომპრომისი, დასალეწი უნდა დაილეწოს. ჰუმანურობის და მეორე ლოყის მიშვერის დრო დიდი ხანია დასრულდა.
მეტი მართლა რაღა უნდა მოხდეს. კადრებს როცა უყურებთ, სახლში რა გაჩერებთ, ბიჭებო? გამოდით ბევრნი, რომ ვეღარ გაბედონ, რაც გაბედეს. გამოდით და დაიცავით გოგონები, დაიცავით ქვეყანა. დროშასაც კი არ ინდობენ, დროშიანებს ურტყამენ და ფეხქვეშ თელავენ. ყველა იმ ტიტუშკის სახელი და გვარი უნდა დაიდოს, ვინც გუშინ კალაძისგან აღებული ფულის სანაცვლოდ ქართველებს ასახიჩრებდა. არავინ არ უნდა იგრძნოს სრულფასოვან მოქალაქედ თავი. სადაც დაინაცავთ, იქვე მოეპყარით ისე, როგორც გუშინ თავად გვეპყრობოდნენ. ქოცი ანუ სამშობლოს მოღალატე ქუჩაში თავისუფლად ვერ უნდა გადაადგილდებოდეს — ეს გაითავისეთ.
უნდა სრცხვენოდეს, უნდა ეშინოდეს, დისკომფორტი უნდა ექმნებოდეს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, მათ თვალწინ მომხდარი ძალადობის მერე რომ არ დააკავეს პოლიციელებმა მოძალადეები. ამ დროს მინდია იმისტომ დაიჭირეს, რომ პროვოკატორ, ხალხის საგინებლად მოგზავნილს აქციიდან რომ აგდებდა. ნიკამ ჰაერში ფოერვერკი ისროლა, რეზომ კარდონი. ჩვენ თუ ციხეში ვართ, ეს მხეცები რანაირად უნდა იყვნენ გარეთ? აი ეს არის ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა, რაც გუშინ კალაძის სვავებმა ქნეს. დააპირისპირეთ ჩვენი და მათი ვიდეობი, აბა ერთამენთს, მერე გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, ციხეში ვინ უნდა იჯდეს.
ჩვენი თხოვნაა — დღეს, ხვალ და ყოველსაღამოს გახვიდეთ იქ, ოღონდ გახვიდეთ იმ განწყობით, რომ ის ოფისი მეორე დღეს იქ აღარ იყოს.
4 ოქტომბრის საყოველთაო შეკრებას ყველა მხარს ვუჭერთ დაველოდებით, მაგრამ იქამდე გულზე ხელებს ნუ დაიკრიფავთ. ხვალვე გამოდით, დღესვე გამოდით, არ არის გადადების დრო. გამოდით და მიეცით კეისარს კეისრის, ტიტუშკას ტიტუშკის. მიდით, კიდევ უფრო მეტად გაგვაბრაზეთ, აბა თქვენ იცით. ერთი გახსოვდეთ, ჩვენ მიზანი გვაქვს, ჩვენ იდეისთვის ვიბრძვით, ისინი ფულისთვის. ჩვენ რომ ბრძოლის ველიდან სახლში დავბრუნდებით, შეგრძნება გვექნება, რომ გასაკეთებელი გავაკეთეთ, ვალი აღვასრულეთ. მეწმუნეთ, იგივე შეგრძნება ამათ არ ექნებათ. როცა მარტო დარჩებიან, თავადვე მიხვდებიან, რა საცოდაობა ფულის და ერთი კაცის გამო ის აკეთო, რაც აკეთეს.
არ შეშინდე. გაბრაზდი. გაბრაზდი და იბრძოლე, იბრძოლე და დაასრულე რეჟიმი. ვინც ქალს ხელს დაარტყამს, ყველას დაატეხეთ ის ხელები. ეს რაიმე არეულობის მოწოდება კი არა, ყველას მოვალეობაა. და ვინც არ გამოდიხართ, იმათ გეტყოდით: ციხეში მოხვედრის კი არ შეგეშინდეთ, სახლში დარჩენის შეგრცხვეს იმ დროს, როცა შენს მოქალაქეებს სცემენ და ქვეყანას გართმევენ, და როცა გოგოებს სახეში ურტყამენ ნაძირალა არაკაცები.
ახლა, ქოცურო მედიებო, თუ გინდათ, ეს პოსტი აიღეთ, ატრიალეთ, ატრიალეთ და გაიკეთეთ უკან.
P.S. — ამ ტიტუშკების გვარები, სახელები და მისამართები შემოგვიგზავნეთ ყველასი თუ შეგიძლიათ, განსაკუთრებით იმ ტლოპინა არაკაცის, კასტეტი რომ ამოიღო ჯიბიდან. კიდევ „აჯანყდი რუსულ რეჟიმზე“სტიკერიც შემოგვიგზავნეთ. იმ კარადაზე გვქონდა დაკრული, რომელსაც მუშტი ვხიეთ და ორად გაიპო.
P.P.S. — ამ ტექსტის ცენზურის დაცვით დაწერა იმაზე ბევრად რთული იყო, ვიდრე შენ, რომელიც სახლში ზიხარ, ადგე და გარეთ გამოხვიდე, ხალხში გვერდით დიქტატურის წინააღმდეგ საბრძოლველად.“

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: კახა კალაძე რომ ამბობს პროტესტის მონაწილე ქალებზე – გაუგებარი ჯიშის არიანო – მისთვის მართლაც გაუგებარია, რა ჯიშისაა ის ქართველი ქალი, რომელსაც არ ასვენებს უსამართლობა, კორუფცია, მისი ქვეყნის გაურკვეველი მომავალი