აი ეს არის მტკიცებულება, ზუსტად, ასე მუშაობს დიფ სთეითი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ეხებოდა.
მაჭარაშვილის განცხადებით, ჩეხეთი ჩაერია არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ, საზოგადოების გადასაწყვეტი საქმე გადაწყვიტა მათმა საკანონმდებლო ორგანომ და ამან მინიმუმ ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა მათი ელჩი საქართველოში, რომ პასუხიც კი ვერ გასცეს კითხვაზე, იყო თუ არა ეს ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში.
„ჩაერია არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ, საზოგადოების გადასაწყვეტი საქმე გადაწყვიტა ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანომ და ამან მინიმუმ ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა ჩეხეთის ელჩი საქართველოში, რომ პასუხიც კი ვერ გასცეს კითხვაზე, იყო თუ არა ეს ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და აბსურდული პასუხი თქვა ელჩმა, წარმოიდგინეთ – მე არ ვარ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელიო.
აბა ვინ არის, რას წარმოადგენს ჩეხეთის ელჩი?! თუ, სახელმწიფოს არ წარმოადგენს საქართველოში, აბა რას წარმოადგენს?! ასეთ აბსურდულ პასუხს, რომ დაწერს ელჩი და ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, აი ეს არის მტკიცებულება, ზუსტად, ასე მუშაობს დიფ სთეითი,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს