“აი, ასე მავნებლობენ ნაკრებზე – ბიჭებო, გატყუებენ ქოცები” – ვიკა ბუკია

მანანას ვიდეობის ქვეშ არ მაკლდა ტროლები და დეზინფორმაცია, მაგრამ ახლა სხვა ლეველზე ავიდნენ.
“კვარაცხელიას შენ არ ლანძღავდიო?” – ამას წერენ დაკოპირებულად, დაკოპირებულად. ივანიშვილის ნახირს არაფერი ეშველება. ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ ამ მნიშვნელოვანი მატჩების პერიოდში, ავითარებენ აზრზს, რომ თითქოს მე, ან ვიღაცეები ვლანძღავდით ფეხბურთელებს. აი, ასე მავნებლობენ ნაკრებზე. თითქოს საქართველოში არიან ვიღაცეები, ვინც ბიჭებს არ გულშემატკივრობს. არ აინტერესებთ არაფერი, არც ფსიქოლოგიური წნეხი, რომელსაც ამ ტყუილების გავრცელებით აყენებენ ბიჭებს. ბიჭები გაიმარჯვებენ და უკვე გაიმარჯვეს. კვარას გოლს ველოდები ისევ, როგორც ველოდი ყოველთვის მე კი კვირას ისევ ეთერში გამოვეჭიმები ჩემი წითელი მაიკით (არ მიწევდა, მაგრამ ამ ეთერის გამო ჩამოვდივარ სამეგრელოდან). მე არ ვიცი როგორი რეაქცია მექნება გოლს თუ გავიტანთ, მაგრამ ნებისმიერი ანგარიშის შემთხვევაში – ბოლომდე ყველა იქნება ნაკრებისკენ, რომელმაც შეგვიყვანა ევროპაში.
ბიჭებო, არ არსებობს ადამიანი საქართველოში, ვისაც თქვენ ძალიან, ძალიან არ უყვარხართ გატყუებენ ქოცები:)