“აი, ასე ვმონაწილეობ ომში, რომ იცოდეთ” – ნათია ფანჯიკიძე

რა მაგის პასუხია და ში ქართული ლეგიონის ერთ წევრს მოვუყევი ზღაპარი, მთვარე რომ დიდი ყველია, რომელსაც დაესიენ თაგვები და ნამგალს დაამსგავსეს. ხოდა მთვარეზე მცხოვრებმა კაცმა მიმართა დედამიწელ მეგობარს, კატა მათხოვეო. მოკლედ, მოსპო თაგვები მთვარეზე, მაგრამ ამასობაში შეუყვარდა მერი და შეირთო ცოლად. აღმოჩნდა, რომ მერი გიჟდება ყველზე და დაქორწინების მერე ამ კაცს თვეში ერთხელ მთვარე აქვს შესაკეთებელი. მეგონა, მთვარეს რომ დაინახავს, სტრესი მოეხსნება და გაეცინება-მეთქი. შენც არ მომიკვდე, – რამდენი ცოტა ნაკლული მთვარე გამოჩნდება ცაზე, ამ ჩვენს ლეგიონერს ქალბატონი მერი ახსენდება და გაბრაზებული მწერს, ზოგი ქალი რა ხარბიაო. ამიტომ დღეს (ახლა ამ წამს) მოვუყევი ზღაპარი ფუნთუშაზე, რომელიც წვიმის გუბეში ჩავარდა და ძალიან განიცადა, დავიღუპეეეე, დავიღუპეეე, აღარავინ შემჭამსო, მაააგრამ, კვატების ოჯახმა ფუნთუშაც შეჭამა და გუბის წყალიც დააყოლა, რითაც ზღაპრის ყველა გმირი უბედნიერესი გახდა. ხოდა ლეგიონერი ნებართვას მთხოვს, შეიძლება წავუკითხო მეგობარსო? მეუთხარი, არამარტო მაგ მეგობარს, არამედ ყველას, ვისაც ზღაპრები უყვარს და შემდეგ ჯერზე ზუმში შევიკრიბოთ და ერთად მოგიყვებითმეთქი. აი ასე ვმონაწილეობ ომში, რომ იცოდეთ. ვისაც რა შეგვიძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა