“აი, ასე, ეს იყოს გაკვეთილი ყველასთვის! არავის არ დაუჯერო, ვინც გეტყვის, რომ არ გამოგივა, ან უკეთესებიც არიან!” – ნუკი კოშკელიშვილის წარმატება და ამბავი, რომელიც დაგაფიქრებთ – Marao
ქართველმა ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი Nuki Cosmetics შექმნა და, როგორც თავად განმარტა, შეეცადა, ხარისხიანი პროდუქტები ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად შეეთავაზებინა ქართველი მომხმარებლებისთვის. მოგვიანებით კი მან საკუთარი კოსმეტიკა ამერიკულ ბაზარზეც გაიტანა. ამჯერად ნუკი სწორედ ამ საქმიანობაში მიღწეული წარმატების შესახებ ჰყვება და ამბობს, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას აუცილებლად ყველას გაუმართლებს. უფრო კონკრეტულად, ნუკის ერთ-ერთმა პროდუქტმა საქართველოში პოპულარობა ვერ მოიპოვა და თავის მოვლის სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, ის ნაკლებმა ადამიანმა შეიძინა. თავად ამ ფაქტს შეეგუა და ჩათვალა, რომ ამ კონკრეტულმა წამოწყებამ არ გაამართლა. მოგვიანებით კი სწორედ ამ პროდუქტის წარმოებისთვის უფლებების ყიდვა ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ ისურვა.
“აი, ასე, ეს იყოს გაკვეთილი ყველასთვის! სწორ დროსა და სწორ ადგილას აუცილებლად დაგაფასებენ! არავის არ დაუჯერო, ვინც გეტყვის, რომ არ გამოგივა, ან უკეთესებიც არიან!” – წერს ნუკი.
ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებას განსაკუთრებით უყვარს. ნუკი საცხოვრებლად ამერიკაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა, როდესაც ბენთან ერთად ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
ბენი და ნუკი სოციალურ ქსელებში დიდ სიყვარულს იმსახურებენ. ყველაზე მეტად ბენის ვიდეოები მოსწონთ, სადაც ის ქართულად საუბარს და ქართული კერძების დაგემოვნებას ცდილობს.
ვხუმრობ, გამიმართლა მე! რომ მიძლებს… ისე, რამდენს გეგონათ, რომ დავიშლებოდით მალე? მართალია, ზოგჯერ ჩავბარგებულვარ, მაგრამ ასეა, ყველა ოჯახში ხდება, არავინ მოგატყუოთ და გითხრათ, რომ სულ ჩაის სვამენ და არ ჩხუბობენ. მთავარია, არასდროს დაიძინოთ ნაჩხუბრებმა… ჩვენ დღეს 8 წელი შეგვისრულდა, რაც ცოლ-ქმარი ვართ… და, მგონი, კიდევ 28-ს გავქაჩავთ და მერე ვნახოთ”, – წერდა ნუკი კოშკელიშვილი.
ნუკისა და ბენს ერთი შვილი, ოლივერი ჰყავთ. ცოტა ხნის წინ ნუკის საზოგადოებას გაუმხილა, რომ მეორე შვილს ელოდებოდა, თუმცა მოგვიანებით დაწერა, რომ მუცელი მოეშალა.
როგორც ცნობილია, ნუკიმ ცოტა ხნის წინ საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი Nuki Cosmetics-ი შექმნა და როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ბაზარზე გავიდა. ნუკიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი პროდუქტები საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, გავლილი აქვს არაერთი შემოწმება და, ამასთან, ცდილობს, რომ კოსმეტიკა ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ცოტა ხნის წინ ბენმა “ინსტაგრამზე” ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა – როგორც გაირკვა, წყვილმა პატარა ოლივერი ბალეტის სანახავად პირველად წაიყვანა.
“მაკნატუნა… ძალიან კარგი მუსიკა, ბევრი ჯადოსნური ემოცია. არ მეგონა, ოვი თუ იჯდებოდა სრული ორი აქტი და ბოლომდე ჩართული იქნებოდა, მაგრამ წამით თვალი არ მოუწყვეტია სცენიდან.
ყველაზე მაგარი ისაა, რომ ოვიმდე, ჩემამდე, ამ ყველაფრამდე, ბენი ამ თეატრში მუშაობდა. კი, მეტროპოლიტენის სცენაზე გამოდიოდა ყოველდღე! წარმოგიდგენიათ?! ბევრ თეატრში უთამაშია, მაგრამ აქ იყო მისი ყველაზე ტკბილი მოგონება და პირველად მოიყვანა ოვი. კითხვაზე, რა ჯანდაბა უნდოდა ბენს სცენაზე, გეტყვით, ის მსახიობი იყო ადრე, მერე შეცვალა პრ