UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ქართველი მებრძოლის მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, 19 იანვარს, მერაბმა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში საჩემპიონო ქამარი უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა და დაღესტნელი 5-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
უაითის თქმით, მას და მერაბს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ.
“მერაბის გამძლეობა უბრალოდ გასაოცარია, მეხუთე რაუნდში ისე გამოიყურებოდა, თითქოს ბრძოლა ახალი დაწყებული იყო.
როგორი ურთიერთობა მაქვს მერაბთან? – სახალისო. ბრძოლის შემდეგ მითხრა თუ როგორ უყვარს UFC-ი და ყველაფრისთვის მადლობა გადამიხადა. მართალია, წარსულში გააკეთა რაღაცები, რაც არ მომეწონა და ამის შესახებ პირდაპირ
ვუთხარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დვალიშვილი არ მომწონს, უბრალოდ პატარა გაურკვევლობა გვქონდა, რაც ყველასთან მქონია”, – განაცხადა უაითმა.
შეგახსენებთ, მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.