“აი, ასეთი ურთიერთობა აქვთ კონტეს და დე ლაურენტისს” – იტალიელი ჟურნალისტი “პარტენოპეიზე” საუბრობს

იტალიელმა ჟურნალისტმა არმანდო არენიელომ, “ნაპოლის” პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. როგორც Tribuna-ს ჟურნალისტმა განაცხადა, აურელიო დე ლაურენტისსა და ანტონი კონტეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
“როგორც მე ვიცი, კონტესა და დე ლაურენტისს შორის ადგილი არანაირ უთანხმოებას არ აქვს, ისინი ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში არიან. სეზონის დასრულების შემდეგ დასხდებიან და სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრებენ. კონტეს გუნდის სიღრმის გაზრდა სურს და ეს ასეც მოხდება. ანტონიოს “პარტენოპეისთან” 3-წლიანი ხელშეკრულება აქვს და კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა შეტანილი არ არის. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში მას “მილანში” ან “იუვენტუსში”
ვერ ვიხილავთ”, – განაცხადა არენიელომ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 61 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ “ინტერს” 4 ქულით ჩამორჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში