აი, ამ ჩერჩეტ ქალს ებარა რეჟიმის დროს საგარეო პოლიტიკა – ლევან ნიკოლეიშვილი

აი, ამ ჩერჩეტ ქალს ებარა რეჟიმის დროს საგარეო პოლიტიკა – ლევან ნიკოლეიშვილი
აი ამ ჩერჩეტ ქალს ებარა რეჟიმის დროს საგარეო პოლიტიკა. წარმოიდგინეთ რა თეორიას ავითარებს, რომ თურმე ს ინტერესებშია ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება. ამათ ოღონდ რუსეთი ახსენონ და რა მნიშვნელობა აქვს რას წერენ?! – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, ს განცხადებას: “ამერიკელები გააგდეს, ჩინელებს მისცეს ანაკლია. კიდევ ერთი დავალება შესრულდა წარმატებით, პუტინის კარზე ბიძინა დაწინაურდა.”
ნიკოლეიშვილის თქმით, ეს პროექტი აწყობს საქართველოს, ევროპას და ჩინეთს, რუსეთის ინტერესებში კი არ შედის, ამიტომ ის ურჩევს სამადაშვილს, სანამ რამეს იტყვის, დაფიქრდეს.
“აი ამ ჩერჩეტ ქალს ებარა რეჟიმის დროს საგარეო პოლიტიკა. წარმოიდგინეთ რა თეორიას ავითარებს, რომ თურმე რუსეთის ინტერესებშია ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება. ამათ ოღონდ რუსეთი ახსენონ და რა მნიშვნელობა აქვს რას წერენ?! სერიოზული სახით ამტკიცებს, რომ თურმე რუსეთის ინტერესებშია ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება. სალომე, შვილო, პირიქითაა ეგ ყველაფერი. რუსეთს არაფერში აწყობს ახალი დერეფანი, რადგან ჩინეთიდან წამოსული ტვირთები საქართველოს გავლით გავა ევროპაში, რაც რუსული დერეფნის ალტერნატივას ნიშნავს. ამიტომ ეს პროექტი აწყობს საქართველოს, ევროპას და ჩინეთს, არ აწყობს რუსეთს და კიდევ რამდენიმე დაუძინებელ მეგობარს. ჰოდა სანამ რაიმე სიბრიყვეს იტყვით, მანამდე აჯობებს რომ სიტყვას გონი დაატანოთ” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პროგრამების განვითარებას

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს