,, აი ამ ,,სემიჩკის ფულით” ყავს ბიძინას ჯიბეში ხალხი და თვითონ მილიარდებით ჟონგლიორობს..” – იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
,,რატომ ვთვლი აბსოლუტურად ყველა ცნობად და გავლენიან ადამიანს, ვინც ტელევიზიებით თუ სოციალური სივრცით ესაუბრება საქართველოს მოსახლეობას ბიძინას ჯიბეში მჯდომად?
იმიტომ რომ უმთავრესზე სდუმს აბსოლუტურად ყველა.
გამონაკლისის გარეშე ყველა ცნობადი სახე.
ვრცელდებოდა და ვრცელდება
ვიღაცა მაღალჩინოსანმა აუზი აიშენა
ვიღაცამ მკერდის ოპერაცია გაიკეთა სახელმწიფო ფულით.
ვიღაცამ ცოლს 1000 კვ.მ ტყე აჩუქა…
ვიღაცა სიდედრს 5 ბინა ჰქონია გაფორმებული…
ახლა ვკითხულობ
,,საქართველოდან 2023 წელს 500 მილიონის სპილენძი და 90 მილიონი დოლარის ოქრო გავიდაოოო,,
სად ხართ
რა ტყემალაძე ზიხართ
იმ 500 მილიონი გინდაც დოლარის სპილენძი და ის 90 მილიონის ოქრო, ეს მოგება ხო არაა?
მოპოვების ხარჯები, მუშახელის ხარჯები, ტრანსპორტი და აშ…
რამდენი იქნება სუფთა მოგება?
ყველაფრიდან გასწი გამოსწიე და დაამრგვალე…
მაქსიმუმ 200 მილიონი დოლარი…
მაგდენს შოულობს ბიძინა მინიმუმ
კვარტალში მხოლოდ და მხოლოდ საბანკო გადარიცხვებიდან…
2014 წლიდან ვსაუბრობ ამაზე რომ ბანკებს ითვისებს…
ბანკების წილებს ითვისებს…
გაყარა უცხოეთის ბანკები საქართველოდან და აბსოლუტურად ყველა ბანკის მინიმუმ თანამფლობელია…
აქცევს ვინმე ყურადღებას?
აქ საუბარი არაა კრედიტის პროცენტზე და ამგვარ საბანკო საქმეზე.
მე ვსაუბრობ საბანკო გადარიცხვებიდან შემოსულ სრულიად ,,ნაჩუქარ,, თანხებზე…
მთელი შიდა გადარიცხვები ბიძინას ხელშია…
არავინ ვიცით ზუსტად რამდენს ,,აჭრის,, ბანკი ამ გადარიცხვებიდან…
არ აინტერესებს არავის…
არადა
საქართველოს ბიუჯეტი ანგარიშიდან ანგარიშზე წელიწადში მინიმუმ 50 ჯერ იცვლის ადგილს.
იცით რამდენი მილიარდის საქართველოს ბიუჯეტი?
ხოდა დაუანგარიშეთ
და ეს მხოლოდ ,,დარმავოი,, გადარიცხვები…
მერე საბანკო კრედიტები?
მერე საბანკო მანიპულაციები?
მერე საბანკო ფულის გათეთრებები იქნება ეს რუსი თუ ირანის ოლიგარქების თუ სახელმწიფო მოხელეების?
გაიკეთეთ ეს თქვენი
,,90 მილიონი ოქრო,,
მიამატეთ ის 1000 კვადრატული ტყე და ის 50 ახალი კორპუსიც თბილისში ფეშქი გებოძებათ ბიძინასაგან…
აი ამ ,,სემიჩკის ფულით” ყავს ჯიბეში ხალხი და თვითონ მილიარდებით ჟონგლიორობს..”

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც